გალაქტიონი


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე,
შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მგვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.1900 წელსტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წლიდან სწავლა განაგრძო
თბილისის სასულიერო სემინარიაში.
1910-1911წლებში მუშაობდა მასწავლებლად.
1914 წწელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად
მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "
გენიალური გალაკტიონისა" და "
პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
თბილისში.
1922-
1923 წლებში გამოსცემდა
"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს".
1924 წელს იგი იყო ჟურნალ "
მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1935 წელს პარიზში მონაწილეობდა
ანტიფაშისტურ კონგრესში.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე
სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის
შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი,
მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა
1959 წლის 17 მარტს"პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
No comments:
Post a Comment